ახალციხის N5 სკოლის მოსწავლემ, მორბენალმა მარიამ კაპანაძემ საქართველოს ჩემპიონატში ორი ოქროს მედალი მოიპოვა
21-10-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ კაპანაძემ, ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატში, 5000 და 3000 მეტრიან დისტანციაზე რბენაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრი 16 და 17 ოქტომბერს, თბილისში, გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ.
სკოლა ულოცავს მარიამს ამ დიდ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„16-17 ოქტომბერს, თბილისში, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების გუნდები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ კაპანაძე, რომელმაც 5000 და 3000 მეტრ დისტანციებზე რბენაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ვულოცავთ მარიამს ამ დიდ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს