სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- ელენე ცერცვაძე - VIII კლასი;
- ლიზი ბედია - IX კლასი;
- მარიამ კუდავა - IX კლასი;
- ნოდარ კუდავა - IX კლასი;
- ლიზი სიგუა - X კლასი;
- სალომე კალანდარიშვილი - X კლასი;
- ლუკა ლაშხია - X კლასი;
- ზურაბ ბედია - X კლასი;
- მარიამ გაწერელია - XI კლასი;
- ლორენი გაწერელია - XI კლასი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები: