„ეტალონმა“ ტალერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
21-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ლუკა ბიგვავას, ირაკლი მირცხულავას, ანასტასია ნაჭყებიას, დიანა ნაჭყებიას, მარი თოდუას, ნიკოლოზ თორდინავას, საბა გაგუას, მარიამ ბერიშვილს, თენგიზ ბერიშვილს, დიმა ჯოჯუასა და ლიკა ჯოჯუას სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს