ბაკოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ალინა ბერიძემ ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარა
21-10-2021
სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოს საჯარო სკოლის პედაგოგმა ალინა ბერიძემ USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ წარმატებით დაასრულა.
მას ლიდერი მასწავლებლის სერტიფიკატი გადაეცა.
ტრენინგები 2020-2021 აკადემიურ წელს USAID საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა
სკოლა ულოცავს ალინა ბერიძეს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.