ხაშურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
21-10-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში I კლასში ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.

დამრიგებელმა, ლია ციცქიშვილმა პირველკლასელებს თემატურად გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა და მოსწავლეები ანბანის შესწავლა მხიარულად, საინტერესო გაკვეთილით დაიწყეს.

„ანბანის შემობრძანება I კლასში. კეთილი იყოს თქვენი ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრა! გილოცავთ, ჩვენო პატარებო“, - წერს პედაგოგი ლია ციცქიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203