კურზუს საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ჩარგაზიას „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა
21-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ჩარგაზია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.