კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ სპეციალური ონლაინ სიგელებით დააჯილდოვა
21-10-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ლიზი ხუხუას, ანი ბენიას, ნინი ბენიას, ანანო ჟვანიას, სალომე გულორდავას, ნიკა შულაიას, საბა გულორდავას, ამირან თოდუას და ლევან გოგიას სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.