გეგუთის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელები საზეიმოდ მიიღეს
21-10-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიხარულით შეხვდნენ. 

პატარებმა უკვე დაიწყეს სასკოლო ცხოვრება.  

მანამდე კი მათ სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ოთახი ბუშტებით მორთეს და მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. პირველკლასელებმა სკოლაში სამახსოვო ფოტოებიც გადაიღეს.

სკოლა ულოცავს მათ ამ პირველ ნაბიჯებს და ცხოვრების გზაზე წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათთვის კომფორტული და შემოქმედებითი გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203