ყელქცეულის საჯარო სკოლაში ჭადრაკში ყოველწლიური სასკოლო ტურნირი ჩატარდა
21-10-2021
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის, მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სასკოლო ტურნირი ჩატარდა ჭადრაკში.

ტურნირში ათი მონაწილე მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამარჯვებულებს გადაეცემათ საჩუქრები, ყველა მონაწილეს კი ელექტრონული სერტიფიკატი.

მოსწავლეებთან ბლიც შეხვედრა გამართა ვაჟა კოკოზაშვილმა. ორგანიზატორი - ვლადიმერ წეველიძე, სპონსორი - ფიქრია გელაშვილი გახლავთ.


„წარმატებებს გისურვებთ ყველას“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203