ჭალადიდის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტი განახლდა
21-10-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგის, ლალი ბანძელაძის ინიციატივით და მე-11 კლასის მოსწავლის, ვიკა გიგაშვილის ორგანიზებით საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტი კვლავ განახლდა.

პროექტში - „რა? სად? როდის?“ სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ და პირველი ადგილის მფლობელი მათე ჯიშკარიანი გახდა.

„ლალი ბანძელაძის ინიციატივითა და მე-11 კლასელი ვიკა გიგაშვილის ორგანიზებით კვლავ განახლდა პროექტი - „რა? სად? როდის?“ მე-8, მე-9 და მე-10 კლასებს შორის, სადაც პირველი ადგილი მათე ჯიშკარიანმა მოიპოვა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203