ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
20-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

კონკურსში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ნინო პაპავა - X კლასი;
  • საბა ჩხეიძე - X კლასი;
  • გვანცა ავალიშვილი - VIII კლასი;
  • გიგა ბერაძე - XI კლასი;
  • ზურა ავალიშვილი - XI კლასი;
  • მარიამ ბერაძე - IX კლასი;
  • ანი ნიქაბაძე - X კლასი;
  • თამთა პავლაძე - X კლასი;
  • ნინო კავილაძე​ - X კლასი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203