ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ შემდეგ მოსწავლეებს:
- გიორგი შარიქაძე (VIII კლასი);
- ნინო შარიქაძე (X კლასი);
- ლიკა შარიქაძე (IX კლასი);
- სალომე შარიქაძე (XI კლასი);
- მარიამი თაბაგარი (IX კლასი);
- ლუკა მაღრაძე (IX კლასი);
- ანა თაბაგარი (IX კლასი);
- ნინო სათირიშვილი (IX კლასი);
- გიორგი მაღრაძე (VIII კლასი);
- ზურა მაღრაძე (X კლასი);
- მარი შარიქაძე (X კლასი);
- ნათია მაღრაძე (XI კლასი);
- მელანო კიკნაველიძე (XI კლასი).
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები: