გოგონათა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც გორდის საჯარო სკოლის 6 მოსწავლეა, საფეხბურთო ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიკავა
20-10-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გოგონათა გუნდმა საფეხბურთო ფესტივალზე საპრიზო - მეორე ადგილი დაიკავა.

საფეხბურთო ფესტივალი 16 წლამდე გოგონათა შორის იმართებოდა. ფინალურ ეტპზე 4 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ხონის გუნდიც, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. 

სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში იყო გორდის სკოლის 6 მოსწავლე.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master league-ის თაოსნობით ბათუმში ჩატარდა 16 წლამდე გოგონათა შორის საფეხბურთო ფესტივალი. ფინალურ ეტაპზე საქართველოს 4  საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა. ხონის გუნდის შემადგენლობაში გორდის საჯარო სკოლის ფეხბურთელი გოგონები (ანა კინწურაშვილი, ნათია სულაბერიძე, ნინი სულაბერიძე, ანა ჯიშკარიანი, მაგდა ჯიშკარიანი, თამარ ფანცულაია) თამაშობდნენ და დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203