ქუთაისის ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გერმანელ სტუმრებს უმასპინძლეს
20-10-2021
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალს საპატიო სტუმრები ეწვივნენ.
გერმანელი სტუმრები სკოლის ხელმძღვანელობასა და გერმანული ენის პედაგოგს შეხვდნენ. ვიზიტის დასასრულს საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.
„გერმანელი სტუმრები სკოლა პროგრესში. გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, საზღვარგარეთ სასკოლო განათლების ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი ანგელა შმიდტი და გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტი კრისტინა ნეფცგერი სკოლის ხელმძღვანელობას და გერმანული ენის მასწავლებლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, დაესწრნენ გერმანული ენის გაკვეთილს და მოისმინეს სკოლის შესახებ პრეზენტაცია, რომელიც პროგრესის მოსწავლემ, გელა კუხიანიძემ გერმანულ ენაზე ჩაატარა. ვიზიტის დასასრულს, საუბარი შედგა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს