კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- გიორგი ჭუბაბრია - VIII კლასი;
- ლამარა ჭიჭინაძე - IX კლასი;
- ნიკოლოზ ბერიძე - X კლასი;
- ვერონიკა ჩაჩანიძე - X კლასი;
- ნინო მაისურაძე - XI კლასი;
- თეკლა ავალიშვილი - XI კლასი;
- შოთა ზვიადაძე - IX კლასი;
- ელენე ბერაძე - X კლასი;
- ნუნუ ჩაჩანიძე - X კლასი;
- გიორგი ოკრიბელაშვილი - VIII კლასი;
- ლუკა სიხარულიძე - X კლასი;
- ლიზი ოქრომჭედლიძე - XI კლასი;
- მარიამ ოქრომჭედლიძე - XI კლასი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები: