ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეებისთვის, ემოციებისა და ფერთა სიმბოლიკის შესახებ, ტრენინგი ჩატარდა
20-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
ტრენინგი, რომლის სახელწოდებაც „ემოცია, მისი გამოხატვის ფორმები და ფერთა სიმბოლიკა“ იყო, ფსიქოლოგმა, მანანა დევაძემ ჩაატარა.
„ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრსის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შეხვედრა ტრენინგის ფორმატით. მოსწავლეებმა განიხილეს ემოციის სახეები, მისი გამოხატვის მისაღები ფორმები და ემოციური მდგომარეობის გავლენა პიროვნების ფუნქციონირებაზე. შეხვედრა დატვირყული იყო თეორიულ საკითხთან ერთად პრაქტიკული ნაწილით, მოსწავლეებმა მეტაფორული ბარათების საშუალებით გამოხატეს თავიანთი ემოციური მდგომარეობა, ბოლოს კი ერთობლივად შექმნეს ზღაპარი. ტრენინგი მიზნად ისახავდა ემოციების ამოცნობის და მართვის შესწავლას. ტრენინგ შეხვედრა ჩაატარა ფსიქოლოგმა, მანანა დევაძემ“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს