ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ VII-XII კლასების მოსწავლეებმა თვითმმართველობაში კლასის წარმომადგენლები აირჩიეს
20-10-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა- კოლეჯ „პროგრესში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
თვითმმართველობის წევრები მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ ინიციატივებს ერთობლივად განახორციელებენ.
„ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. VII-XII კლასების მოსწავლეებმა აირჩიეს კლასის წარმომადგენლები თვითმმართველობაში. მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. თვითმმართველობის წევრები ერთობლივად განახორციელებენ მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ ინიციატივებს, შეიძენენ ლიდერობისა და გუნდურად მუშაობის უნარებს, განივითარებენ ადამიანური რესურსების მართვისა და მრავალფეროვანი საქმიანობის ორგანიზების გამოცდილებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს