ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსში შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- ელენე გორგაძე - IX კლასი;
- კოტე ბარბაქაძე - IX კლასი;
- ნუკრი პაქსაშვილი - IX კლასი;
- მარიკა ბარბაქაძე - IX კლასი;
- ბარბარე მაჩაიძე - VIII კლასი;
- მარიამ გორგაძე - VIII კლასი.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები: