წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ხელის ჰიგიენის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ
წალკის N1 საჯარო სკოლაში, ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელის ჰიგიენის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
სკოლაში მოსწავლეებს ესაუბრნენ თუ რა მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიაა გავრცელებული.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ.
„საუბარი იყო ხელის ჰიგიენის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. ორგანიზაცია CENN-ის მიერ სკოლის ეზოში დადგმულია ბანერი, რომელც ხელის სწორად დაბანის წესს გვახსენებს.
თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ შეხსენება არ გვაწყენს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იცხილეთ ფოტო: