გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ეკო-აქტივისტების ქსელთან თანამშრომლობას იწყებს
20-10-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ეკო-აქტივისტების ქსელ „მწვანე რაზმებთან“ თანამშრომლობას იწყებს.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. 

„გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე რაზმებთან“ თანამშრომლობას იწყებს.
სტუმრად გვყავდა ფრანსუა ბაბინეთი, რომელმაც მწვანე რაზმების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, ასევე თანამშრომლობის გეგმების დავსახეთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, „მწვანე რაზმები” ეკო-აქტივისტების ქსელია, რომლის მიზანიც საქართველოს ბუნებიდან არსებული ნარჩენების გატანაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203