ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
20-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - გიორგი მაქაძეს, მარიამ თაბაგარს, ლუკა თაბუკაშვილს და გიორგი მაქაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.