ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
20-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - ნიკოლოზ გელაშვილს, ელენე გელაშვილს, ეკატერინე ბუაჩიძეს, მარიამ გელაშვილს, გიგა გელაშვილს, საბა გელაშვილს, ნინო გელაშვილს, ანი გელაშვილს, ნინო შუბითიძეს, მარიამ გელაშვილს, ანა გელაშვილს, ნაზი შუბითიძეს, თათია ნოზაძეს და ლუკა დევაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს