დაუვიწყარი დღე - თბილისის N119 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
20-10-2021
თბილისის N119 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. 

როგორც მათი კლასის დამრიგებელი გულიკო ლაზვიაშვილი წერს, მოსწავლეები ანბანის სწავლის დაწყებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდნენ. 

დამრიგებელი მათ წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.

ჩემს პატარებს სტუმრად ანბანი ეწვია, ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება, ბავშვები სიხარულს ვერ მალავდნენ, ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენს ცხოვრებაში ანბანის შემობრძანება, ჩემო პატარებო“,- წერს დამრიგებელი გულიკო ლაზვიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203