თბილისის N118 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილით დაიწყეს
20-10-2021
თბილისის N118 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ირმა აბულაშვილმა პირველკლასელთათვის ანბანის დაწყებას საინტერესო და ლამაზი გაკვეთილი მიუძღვნა.

პედაგოგმა, პატარა მოსწავლეებს თემატურად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.

„მხიარულები, ბედნიერები და თვალებგაბრწყინებულები შეხვდნენ ანბანს ჩემი პატარები - „მასწავლებელო, როგორ დაიბადა ანბანი?“ მკითხა ერთმა თვალებხატულამ, როდის წავალთ მაგ სახლში (გოგებაშვილის სახლ-მუზეუმზე) და კიდევ რამდენი კითხვა იყო მათ გონებაში. მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ“, - წერს პედაგოგი ირმა აბულაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203