წიფის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - მარი ბაყაშვილს, გიორგი გოგოლაძეს, მარი ქურდაძეს, გიორგი ღონღაძეს, ნინო ბანცაძეს, გვანცა ბანცაძეს, ნინო ქოქაშვილს, ნათია გუდაძეს, ბაჩუკი ტალახაძეს, ციური გუდაძეს, ლიზი ტალახაძეს და გიორგი ჩიტაძეს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს