ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
20-10-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - ნათია ლომიძეს, მაია ლომიძეს, გიორგი გოგოლაძეს, მალხაზი ლომიძეს, ნიკა ცხოვრებაძეს, ტარიელ ბლიაძეს, მაია ბლიაძეს და გელა ჩადუნელს სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.