შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში ბილინგვური გაკვეთილი ჩატარდა
20-10-2021
 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების უფროსმა მასწავლებლმა ნადია პარავიანმა საგნის ბილინგვური გაკვეთილი ჩაუტარა.

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს, ისინი მადლობას უხდიან პედაგოგს გულმოდგინე მუშაობისა და გაწეული შრომისთვის.

„შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბილინგვური(ორენოვანი) სწავლება 1-დან მე-4 კლა­სამ­დე აქტიურად მიმდინარეობს. კომპეტენტური პედაგოგები ჩართული არიან „ახალი სკოლის მოდელის" პროგრამაში, რომლის მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სასკოლო კულტურის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახში დანერგვა.
უფროსი მასწავლებლის ნადია პარავიანის ორენოვანი გაკვეთილები ბუნებისმეტყველებაში მესამე კლასში ჩატარდა. ადლობა ნადია მასწავლებელს აქტიური პედაგოგიური საქმიანობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:























 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203