ლენჯერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა გულედანმა სამ საგნობრივ კონკურსში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა
20-10-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე გვანცა გულედანმა HOOD-ის საგნობრივ კონკურსში წარმატება მოიპოვა.
გვანცამ HOOD-ის კონკურსში ოთხ საგანში მონაწილეობდა, რომელთა შორისაც ქართულ ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და 60 წამში ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა სწორად.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.