წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა
20-10-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

როგორც სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დღის აღსანიშნავად, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ გაახარა სკოლის სპორტის პედაგოგები, მათ საჩუქრად ფრენბურთის ბურთები გადასცა. სწორედ ახალი ბურთებით ჩატარდა მე-10 კლასებს შორის შეჯიბრება ფრენბურთში.

სკოლის ექიმმა ნინო იოსელიანმა კი, ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203