
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში წელს ორი პირველკლასელი მიიღეს.
სკოლაში მისვლა მათთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი, მათ პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.
„ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში წელს ორი პირველკლასელი მივიღეთ. ბიჭებს განათლების მიღება ძალიან ლამაზ და კომფორტულ გარემოში მოუწევთ, ისინი ძალიან გახარებულები და კმაყოფილები არიან და პირობაც დადეს, რომ საუკეთესო მოსწავლეები იქნებიან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: