ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დუბაიში მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ღონისძიებაზე მიიწვიეს
20-10-2021
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა დუბაიში მოსწავლეთა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ღონისძიება - ESA 2022-ზე მიიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პანდემიის მერე პირველი მოწვევაა, სადაც მოსწავლეები არა ონლაინ, არამედ ფიზიკურად დაესწრებიან.
ღონისძიება Expo Sciences Asia 2022 წლის 20-25 თებერვალს გაიმართება. საქართველოს გუნდს კი მამუკა მესხიშვილი უხელმძღვანელებს.
„პირველი მოწვევა! კოვიდ პანმდემიის გამო საერთაშორისო კონფერენციები და ოლიმპიადები ტარდებოდა ონლაინ რეჟიმში. ბოლოს, ჩვენი სკოლა ფიზიკურ გარემოში მონაწილეობდა აშშ-ში, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირებაში 2020 წელს. და ახლა სასიხარულო ცნობა მოვიდა დუბაიდან, სადაც იმართება მოსწავლეთა მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ღონისძიება - ESA 2022. მისმა ორგანიზატორებმა ჩვენს სკოლას გამოუგზავნეს მოწვევა. Expo Sciences Asia გაიმართება 2022 წლის 20-25 თებერვალს. საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებს ბატონი მამუკა მესხიშვილი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს