თბილისის N217 სკოლის დირექციამ 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა
19-10-2021
თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექციამ 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

მოსწავლეებს მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს  და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203