გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ციურ სხეულებს დააკვირდნენ
19-10-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მაკრინე კობახიძის ინიციატივით, ასტრონომიული დაკვირვებები მოეწყო.
 
მოსწავლეები ტელესკოპის საშუალებით ციურ სხეულებს, ჩვენი გალაქტიკის პლანეტებსა და მზეს აკვირდებოდნენ.

„დღისით მზის დისკოზე ლაქები აღმოაჩინეს, აგრეთვე ღამით დააკვირდნენ მთვარეს, მასზე გარკვევით დაიმზირებოდა კრატერები და რელიეფი, აგრეთვე დააკვირდნენ პლანეტა იუპიტერს, რომლის ირგვლივაც კარგად სჩანდა ოთხი თანამგზავრი. დაინახეს თვით იუპიტერის ფერადი ზოლიც, რომელიც პლანეტას მთელ ზედაპირზე გასდევდა“, - განაცხადა მაკრინე კობახიძემ.

მოსწავლეებმა დაკვირვებები რამდენიმე დღის შემდეგაც გაიმეორეს, რის შედეგადაც დაადასტურეს, რომ მზის ლაქების ზომა, ფორმა და მდებარეობა იცვლება, იუპიტერის თანამგზავრები კი მოძრაობენ პლანეტის ირგვლივ.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203