ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
19-10-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნები მე-7 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნები ასევე მიმდინარეობდა ონლაინ სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203