საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ამერიკული პროექტის გამარჯვებულია
19-10-2021
ათასწლეულის ფონდმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახალი პროექტის „STEM მენტორების კურსის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებიდან  40 მასწავლებელი შეირჩა. ისინი ექვსთვიან ონლაინ სასწავლო კურსს გაივლიან. კურსი შეეხება თემებს საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირების შესახებ.

გამარჯვებულთა შორისაა ბოლნისის  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ესმა ურუმაშვილი.

სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს. 

„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. გვეამაყები ესმა მასწავლებელო!“ - აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203