
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ IVა და IVბ კლასებში საინტერესო გამოფენა მოეწყო.
გამოფენის ექსპონატებზე მოსწავლეებმა ზაფხულის არდადეგებზე წაკითხული წიგნების მიხედვით იმუშავეს.
მათ დაამზადეს რჩეული პერსონაჟები, ისაუბრეს წიგნის ავტორსა და მის ნაწარმოებებზე, რის შემდეგაც გამოავლინეს გამარჯვებულები.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: