ინაშაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები განახლებულ სასწავლო გარემოში სწავლობენ
19-10-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ახლადგარემონტებულ საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს განახლდა.
კეთილმოწყობილი და კომფორტული საკლასო ოთახები მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს ბევრად საინტერესოს გახდის.
სკოლის საკლასო ოთახების რეაბილიტაცია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით განხორციელდა.
„ინაშაურის სკოლაში სწავლა გარემონტებულ საკლასო ოთახებში განახლდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ძალიან უხარიათ ახალი და ლამაზი გარემო, რომელიც განათლების სამინისტროს დიდი ძალისხმევითა და დახმარებით მოეწყო“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს