თბილისის N118 სკოლის პედაგოგმა, ნინო მოდრეკილაძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია
19-10-2021
 
თბილისის N118 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო მოდრეკილაძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

დამრიგებელი აღსაზრდელებს პირველივე დღიდან გულღიად შეხვდა და თითოეული მათგანისთვის არამხოლოდ მასწავლებელი, არამედ მეგობარიც გახდა.

ნინო მოდრეკილაძემ პატარებთან ერთად საანბანო პერიოდის დაწყება განსაკუთრებულად აღნიშნა. პირველკლასელებს მორთული საკლასო ოთახი და ფოტოსესიისთვის თემატურად გაფორმებული დეკორაცია დაახვედრა, რათა ბავშვებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად ექცია. 

მასწავლებელმა, მისთვის და მისი აღსაზრდელებისთვის მნიშვნელოვან დღეს ემოციური წერილიც მიუძღვნა:

„ჩემი ულამაზესი და უნიჭიერესი ბავშვები, ერთი ნახვით რომ შემიყვარდნენ ანბანის დაწყება გამორჩეულად აღვნიშნეთ. P.S. პირბადეები მხოლოდ ფოტოებისთვის ჩამოიწიეს (დისტანცია დაცული იყო)“, - წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203