
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაზლებლობები წარმოაჩინეს.
„სკოლაში 2021წლის 18 ოქტომბერს პირველ კლასში ჩატარდა ჯადოსნური გაკვეთილი. „ანბანთ შემობრძანება“. პატარებმა მასწავლებელთან ერთად პირველად შეაღეს ჯადოსნური კარები ამბანთა სამყაროში და აღმოაჩინეს ულამაზესი ყვავილი ია, ისწავლეს და წაიკითხეს ასობგერა „ი“ და „ა“ შეაერთეს სიტყვა „აი ია“. დამოუკიდებლად გააფერადეს და ააწყვეს ბგერები. დღეს პირველად მაია მასწავლებელთან ერთად ანდრიამ და გაგამ გაილამაზეს, ცხოვრების გზის დიდი დასაწყისი იისფრად“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: