წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა
19-10-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ეკო-საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა.
პროექტი შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონკურსისთვის შექმნილი ნახატი გააცნო, რომლიც ამავე სკოლის XIბ კლასის მოსწავლემ გიორგი კუტივაძემ დახატა.
„სასკოლო ეკო-პროექტის და შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ეკო-საგანმანათებლო სემინარი ჩაუტარა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ბუნების დაცვითი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა ლაშა ერბელიძემ. აღნიშნულ შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს გააცნო სპეციალურად შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსისათვის შექმნილი XIბ კლასის მოსწავლის გიორგი კუტივაძის ნახატი. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს