„თქვენი თანადგომა ფასდაუდებელია ჩემთვის და სანდროსთვის“- ქობულეთის N2 სკოლას მოსწავლის მშობელი გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის
19-10-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ურთულესი ოპერაციის შემდეგ ფეხზე დგომა შეძლო.

მოსწავლის მშობელი მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს, მშობელსა და სკოლის დირექტორ ნანი ცივაძეს თანადგომისა და გაწეული დახმარებისათვის. 

კერძოდ, ის თანხა, რაც ოჯახს ოპერაციისთვის აკლდებოდა, სკოლაში შეაგროვეს, შედეგად სანდრომ ოპერაციის გაკეთება და ფეხზე დგომა შეძლო.

„მე სანდროს დედა ვარ, იმ პატარა ბიჭის რომლის გამოჯანმრთელებაში თითოეულმა თქვენგანმა მიიღო წვლილი.
გულწრფელ მადლობას გიხდით ქობულეთის N2 საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს და სკოლის დირექტორს ნანი ცივაძეს, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა და ჩართულობა რომ არა არ გვექნებოდა ეს შედეგი.
ამ ურთულესი ოპერაციის შემდეგ სანდრომ უკვე შეძლო დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა, მიეცა შანსი რომ თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, გახდა უფრო აქტიური, მისი თვალები სიხარულით ბრწყინავს.
თქვენი თანადგომა ფასდაუდებელია ჩემთვის და სანდროსთვის. ძალიან მახარებს იმის გააზრება რომ სამყაროში არიან ასეთი კეთილი ადამიანები, ვინც გვერდში დაგიდგება ასეთ რთულ დროს…
მთელი სულით და გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას! იხარეთ“,- წერს მოსწავლის მშობელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203