ხაშურის N7 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს
19-10-2021

ხაშურის N7 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებს თემაზე - „ანბანის შემობრძანება​​“ საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

მოსწავლეთა მასწავლებელი: ლია მეტივიშვილი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი ნონა ტეფნაძე.

მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. პედაგოგმა პირველკლასელებს მრავალფეროვანი აქტივობები და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულებას უსურვებენ.

„ჩვენო საყვარელო პირველკლასელებო, წარმატებული ნაბიჯები ანბანეთის სამყაროში“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203