
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო პროექტის - „ოლიმპიზმი სკოლებში“ ფარგლებში გამართულ ნახატების კონკურსში (ფერწერა, მე-7-მე-12 კლასებში) რეგიონალურ დონეზე მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ასოციაციის სერტიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:
1.ლუკა ტეტემაძე
2.ანანო ქიზინიძე
3.მარიამ მახარაძე;
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.