
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლამ ფრანგული ენისა და ენათა მრავალფეროვნების საკითხებში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველს, იმა ტორის უმასპინძლა.
იმა ტორისთან ერთად სკოლის სტუმრები გახლდნენ - საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები - ლია ბეჟანიშვილი და თამარ ჯაყელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ნუცუბიძე, პარტნიორი სკოლების სენტ-ეგზიუპერის, მარი ბროსეს, პრინც მიურატის სახელობის სკოლის, ფონდ მოლიერის პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორები და ფრანგული ენის მასწავლებლები.
შეხვედრის მიზანი იყო ფრანგული ენის სწავლების კუთხით სკოლაში არსებული მდგომარეობის შეფასება და პერსპექტივების გაზიარება.
„საქართველოს ვიზიტით ეწვევა ქალბატონი იმა ტორი, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველი ფრანგული ენისა და ენათა მრავალფეროვნების საკითხებში.
ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრა კი ჩვენთან, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სკოლებში ფრანგული ენის სწავლების ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივების გაზიარებას.
ქალბატონ იმა ტორისთან ერთად, ჩვენი სკოლის საპატიო სტუმრები გახლდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის პიერ კლუე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ქალბატონები ლია ბეჟანიშვილი და თამარ ჯაყელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნოდარ ნუცუბიძე, პარტნიორი სკოლების სენტ-ეგზიუპერის, მარი ბროსეს, პრინც მიურატის სახელობის სკოლის, ფონდ მოლიერის პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების დირექტორები და ფრანგული ენის მასწავლებლები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: