ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცეს
19-10-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს. 

პედაგოგ ლალი ბანძელაძის სადამრიგებლო კლასმა მასწავლებლებს საერთაშორისო დღე ლექსებით მოულოცა.

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს იმისთვის, რომ მასწავლებლის ამაგი ახსოვთ.

„ჭალადიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლის კვირეული ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა წლების მანძილზე, მაგრამ პანდემიამ ამაშიც შეგვიშალა ხელი სამწუხაროდ, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ლალი ბანძელაძის საოცარმა ბავშვებმა მაინც მოგვილიცეს პროფესიული დღე და ეცადნენ მოგვფერებოდნენ შეძლებისდაგვარად, გვიყვარხართ პატარებო, საოცრად კარგები ხართ, რაც ლალი მასწავლებლის უდიდესი შრომის შედეგია. მადლობა რომ გახსოვართ და მადლობა თქვენს კლასის ხელმძვანელს, ველოდები უკეთეს, გრანდიოზულ საშემოდგომო ღონისძიებას. წარმატებები თქვენ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203