ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ჭიხინაშვილმა izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეოთხეკლასელმა, ანდრია ჭიხინაშვილმა
izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარა და I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.