აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეოთხეკლასელმა, ბარბარე ასლანიშვილმა და მეხუთეკლასელმა, ნიკოლო ქავტარაძემ
izrune.ge-ს საქართველოს ისტორიის გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარეს და სერტიფიკატები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: