ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოლომონ ნერგაძე მოსწავლეებისთვის ლექციას ჩაატარებს
18-10-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სოლომონ ნერგაძე სტუდენტური პარლამენტის წევრების მიწვევით ლექციას - „ადამიანის გენომი“, ჩაატარებს.
სოლომონ ნერგაძე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, იგი იტალიაში მოღვაწეობს.
აღნიშნულ ინფორმაციას სკოლა ავრცელებს.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, იტალიაში მოღვაწე მეცნიერი, პროფესორი სოლომონ ნერგაძე, თბილისის სტუდენტური პარლამენტის წევრების მოწვევით ჩაატარებს ლექციას თემაზე - „ადამიანის გენომი". ლექცია გაიმართება 19 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე. მას დაესწრება თბილისის „კომაროვის”, „ვეკუას“ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელები. ლექცია ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში. ჩვენი სკოლის აღნიშნული თემით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, შეუძლიათ დაესწრონ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს