ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს
18-10-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთა, სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს.
მათ ექსკურსია ისტორიის მასწავლებლის, ნანა ბედუკაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს.
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოაწყვეს სასწავლო ექსკურსია, ისტორიის მასწავლებლის, ნანა ბედუკაძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცხეთა, სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.