„როგორ დავიცვათ მდინარეები დაბინძურებისაგან“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებს ეკოლოგმა საინტერესო ლექცია ჩაუტარა
18-10-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან საინტერესო ლექცია-საუბრები გაიმართა თემაზე „როგორ დავიცვათ მდინარეები დაბინძურებისაგან“.

„15 ოქტომბერს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან  ეკოლოგმა, ელენე გამყრელიძემ პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, თემაზე - „როგორ დავიცვათ მდინარეები დაბინძურებისაგან“ საინტერესო ლექცია-საუბარი ჩაატარა; ხოლო პროექტის თანამშრომელმა, ნაზი ლელაძემ საინფორმაციო ბუკლეტები და წიგნები დაურიგა მოსწავლეებს; სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ აუდიტორიას სკოლის მოსწავლის ანა ტორაძის ნახატი გააცნო, რომელიც მან „შავი ზღვის დაცვის დღისადმი“ შექმნა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203